ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მოკიდა ხელი და გააშენა ვენახი. ისიც ცნობილია, რომ ვენახის სამშობლო საქართველოა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე, რასაც დღეს საქართველო ქვია, გავრცელდა ის ყველა და ყველაფრის ჯიში, რომელიც ნოემ წარღვნამდე შეარჩია და ეს იყო საუკეთესო იმ დროს არსებულთა შორის.



                                             „გემოვანი“ არის ნიშანი, რომელიც აერთიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტებს.




                                                                                                  პროექტი "გემოვანი", 2018წ.

                                                                                                                დოქტრინა 
                                                                                                                  

  1. აღვადგენთ საქართველოს ისტორიულად აგრარულ ფუნქციას. მსოფლიო დონეზე წარმოვაჩენთ მას, როგორც პურის და ღვინის, ასევე სხვა სურსათის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას.

 

  1. ადგილობრივი ჯიშის, ტრადიციული წესით წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო პროდუქციით ჩავანაცვლებთ ჯანმრთელობისთვის მავნე და იმპორტირებულ პროდუქციას. გავალთ საერთაშორისო ბაზრებზე.

 

  1. შევქმნით და წავახალისებთ საწარმოებს, საოჯახო მეურნეობებს სოფლად, რომლებიც მოიყვანენ და გადაამუშავებენ ჯერ კიდევ შემორჩენილ ქართულ ენდემურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს.

 

  1. ქართული ჯიშის სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნის გასაზრდელად და საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად დავაორგანიზებთ:

 

  1. წავახალისებთ და აგროსასურსათო პროდუქტების მაღალ ნიშად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელ აგრო-სასურსათო პროდუქტებს.

 

  1. შევქმნით ქოლგა სავაჭრო ნიშანს, რომელშიც გაერთიანდება სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების, გეორგაფიული აღნიშვნის თუ სხვა შინაარსის სავაჭრო ნიშნები და მისი გაცემა დაკავშირებული იქნება წარმოების ხარისხის კონტროლთან.

 

  1. შევქმნით სათესლე, სანერგე, საჯიშე მეურნეობებს, რომელთა მიზანი იქნება ქართული გენეტიკის აგროსასურსათო კულტურებზე და ჯიშებზე ზრუნვა.

 

  1. ქართული ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე შესაძლებლობების დახმარებით, საქართველოს წარმოვაჩენთ, როგორც უძველესი ტრადიციების და ცოდნის კერას.

 

  1. შევქმნით გაერთიანებას, სადაც აქციონერები იქნებიან ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების მქონე სუბიექტები და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეიძენს ორგანიზაციის აქციებს.

 

  1. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯამრთელობასაც დავიცავთ.